ფეხბურთი

15:01 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტები: "კვარა ადრე უდარდელად თამაშობდა, ახლა თამაშისგან სიამოვნებას ვერ იღებს"

„ნაპოლი“ – „ლაციოს“ მატჩის (0:1) შემდეგ Sky Sport-ის სტუდიაში ჟურნალისტებმა და საფეხბურთო ექსპერტებმა თამაში შეაფასეს.

მარკო ბუჩანტინიმ, ფაბიო კარესამ და ლუკა მარკეჯანიმ ასევე, ისაუბრეს ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ქართველი ფეხბურთელი იმ დონის თამაშს ვერ აჩვენებს, როგორსაც იტალიაში ჩასვლის საწყის თვეებში აჩვენებდა:

ლუკა მარკეჯანი: „ნაპოლი“ სპალეტის პერიოდში უკეთ უტევდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ კვარაცხელიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს. თავიდან თავისუფალი იყო, როცა აქ ჩამოვიდა, არაფერი ჰქონდა დასაკარგი ან დასამტკიცებელი, თითქოს, უდარდელად თამაშობდა, ახლა კი, ჩემი აზრით, ნაკლებ სიამოვნებას იღებს, თუმცა, ეს ნორმალურია. ფეხბურთელებზე არსებობს ზეწოლა და მოლოდინი“.

მარკო ბუჩანტინი: „კვარაცხელია ყოველთვის მარიო რუისთან და ჟიელინსკისთან ერთად თამაშობდა, რომლებიც გუნდში საუკეთესოები იყვნენ პასის კულტურის მხრივ. ახლა „ნაპოლი“ უკეთესი გახდა ოლივერასა და მაკტომინეისთან ერთად, მაგრამ მარცხენა ფლანგი იგივე არაა. ალბათ, მარიო რუი და ჟიელინსკი მას ბრწყინვალებაში უფრო ეხმარებოდნენ“.

ფაბიო კარესა: „კვარაცხელია აღარ არის ისეთი დამანგრეველი, როგორიც სკუდეტოს სეზონში ვნახეთ, ახლა უფრო ჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.105284