სხვა

12:30 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოვსარ ევლოევი: „სატიტულო ბრძოლისთვის მზად ვარ!“

UFC 310 -ზე რუსმა მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა, ალჯამაინ სტერლინგი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და კარიერაში მე-19 გამარჯვება მიითვალა.

ორთაბრძოლის შემდეგ ინგუშმა მებრძოლმა ჩხუბი შეაფასა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან ჩხუბი სურს.

„ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რადგან ჩემი და ალჯოს სტილი ერთმანეთს გავს.საერთო ჯამში გულშემატკივარმა მშვენიერი ჯიუჯიცუს დაპირისპირება იხილა. მე ყოველთვის ერთი და იგივე კითხვას მისვამთ, ვარ თუ არა მზად სატიტულო ბრძოლისთვის, დიახ მზად ვარ და ყოველთვის მზად ვიქნები, ილიასთან ჩხუბი მსურს, მე მას დიდ პატივს ვცემ და მისგან მხოლოდ ქამარი მინდა.“ განაცხადა ევლოევმა.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგთან ბრძოლამდეც ინგუში მებრძოლი პრესკონფერენციებზე ქართველ ჩემპიონზე საუბრობდა, მისი თქმით ის ილიას ღამის კოშმარი იქნება.

0.103917