პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ნანიმ 38 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ გულშემატკივარს თავად ნანიმ ამცნო.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კარიერა ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, 2007 წელს კი მანჩესტერ „იუნაიტედში“ გადავიდა, სადაც თავისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. მან 4-ჯერ პრემიერლიგა, ქვეყნის 4-ჯერ სუპერთასი, 2-ჯერ ქვეყნის თასი ლიგის და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ნანი ბოლოს „ესტრელას“ ღირსებას იცავდა, რომელიც იმ ქალაქის გუნდია სადაც ფეხბურთელი დაიბადა.
ნანიმ 19 წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 10 კლუბში ითამაშა. მან საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 616 შეხვედრაში 128 გოლი გაიტანა და 145 ჯერ გაატანინა, რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ნანიმ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მან ეროვნული ნაკრების ფორმით 109-ჯერ ითამაშა და მის ანგარიშზე 24 გოლი და 24 საგოლე გადაცემაა.