NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლა და მეტოქე 121:116 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებით ქართველი მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე იყო. მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ფრანგი ვიქტორ ვებმანიამა გახდა, რომელმაც 25 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემას მოუყარა თავი.
„სან ანტონიო“ 12 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთ კონფერენციის გათამაშებაში მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრაში მამუკელაშვილის გუნდი სტუმრად 14 დეკემბერს გამართავს, სადაც „პორტლენდს“ დაუპირისპირდება.