ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, მორიგი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც საკუთარ დარბაზში „ფინიქსს სანს“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 115:110 დაამარცხა.
შეხვედრა სტუმრებმა კარგად დაიწყეს და შესვენებაზე მათთვის სასურველი ანგარიშით გავიდნენ, თუმცა „ორლანდომ“ ბოლო მეოთხედი შესანიშნავად ითამაშა და 8 ქულიანი უპირატესობით მოიგო, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
გოგა ბითაძეს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, მან 30 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 21 ქულა 16 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემას მოუყარა თავი და მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ „ორლანდოს“ 17 მოგება და 9 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 11 დეკემბერს „მილოუკის“ წინააღმდეგ გამართავს.