საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში „სენტ ეტიენმა“ „მარსელს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ანგარიში ადრიენ რაბიომ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში მეისონ გრინვუდმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასიც მიითვალა.
„სენტ ეტიენი“ 14 ტურში 13 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 დეკემბერს, „ტულუზს“ სტუმრად დაუპირისპირდება.