ფეხბურთი

1:43 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "ლაციოსთან" დამარცხდა და სერია A-ში ლიდერობა დაკარგა

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ დამარცხდა და ლიდერის პოზიცია დაკარგა.

ანტონიო კონტეს გუნდმა ბოლო სამ დღეში მეორე მარცხი განიცადა „ლაციოს“ წინააღმდეგ: პირველად იტალიის თასზე სტუმრად 1:3, სადაც კონტემ სათადარიგო შემადგენლობით ათამაშა გუნდი, თუმცა არც „ლაციო“ ყოფილა საუკეთესო შემადგენლობით.

ამჯერად, რომაელებმა ნეაპოლში იმარჯვეს, გუსტავ ისაკსენის ძალიან ლამაზი გოლით, რომელმაც 79-ე წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თანაგუნდელთა ფონზე ყველაზე აქტიურიც იყო, პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმო დარტყმით ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა კარს. ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ნაპოლი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ახალ ლიდერს, ბერგამოს „ატალანტას“, ხოლო მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, „უდინეზეს“ ესტუმრება.

0.128305