ფეხბურთი

0:52 | 9.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: მოულოდნელად, კვარაცხელია და "ნაპოლი" შეთანხმებასთან ახლოს არიან

Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ „ნაპოლი“ და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის განახლებასთან ახლოს არიან.

ეს მოულოდნელი ცნობაა იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღის წინ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს მხარეები სეზონის დასრულების შემდეგ გააგრძელებდნენ.

„მოულოდნელად კვარა და „ნაპოლი“ კვლავ ახლოს არიან დამღლელი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან. კონტრაქტი 2029 წლამდე უნდა გაფორმდეს, ხელფასის და ბონუსის გაზრდით, ასევე, კონტრაქტში იქნება გამოსასყიდი ფასიც, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. ეს შეიძლება იყოს „ნაპოლის“ საშობაო საჩუქარი“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.113121