„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე ჯერ არც ერთ კლუბს გამოუჩენია ინტერესი.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში „იუვენტუსის“, პსჟ-სა და „მანჩესტერის“ მხრიდან ინტერესზე გავრცელდა ინფორმაცია, მანამ ეს არ დაადასტურა.
„ვიქტორის ტრანსფერზე აბსოლუტურად არავის მოუმართავს. ის ჩვენს საკუთრებაშია და ახლა „გალათასარაიში“ თამაშობს. მასზე უკვე ისედაც ბევრი ვილაპარაკეთ. ამ მომენტში საერთოდ არაფერია, მხოლოდ სეზონზე ვართ კონცენტრირებული და თუ რაღაც საჭირო გახდა, როგორც ყოველთვის, მზად ვიქნებით“, - თქვა მანამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში სტამბოლის „გალათასარაიში“ გაანათხოვრა. ნიგერიელი ფორვარდი იტალიური კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის.