ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში, ლონდონურ დერბიში „ჩელსიმ“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა.
ენცო მარესკას გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და კონკრეტულად პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
არადა, „ტოტენჰემმა“ მატჩი დიდებულად დაიწყო, მე-11 წუთისთვის დომინიკ სოლანკესა და დეიან კულუშევსკის გოლებით 2:0 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ „ჩელსი“ შეუჩერებელი გახდა. კოულ პალმერმა დუბლი შეასრულა, თითოჯერ ჯეიდონ სანჩომ და ენცო ფერნანდესმა გაიტანეს. ბოლოს „მამლებმა“ ჰონ-მინ სონის გოლით შეამცირეს სხვაობა, მაგრამ უქულოდ დარჩნენ. „ტოტენჰემმა“ სამი ტურის წინ „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად 4:0 გაანადგურა, თუმცა მას შემდეგ სამ მატჩში ერთადერთი ქულა მოიპოვა და 20 ქულით მე-11 ადგილზეა.
„ჩელსის“ 31 ქულა აქვს და მეორეა, ლიდერ „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 4 ქულაა, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.
„ტოტენჰემი“ – „ჩელსი“ 3:4 (2:1)
გოლები: 1:0 სოლანკე (5), 2:0 კულუშევსკი (11), 2:1 სანჩო (17), 2:2 პალმერი (61), 2:3 ფერნანდესი (73), 2:4 პალმერი (84), 3:4 სონი (90)