ფეხბურთი

22:32 | 8.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ნეტავ, სად არის ამ სისასტიკის ზღვარი"

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

არველაძე აქციაზეა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აპროტესტებს ევროინტეგრაციაზე უარის თქმას:

„რაც მეტ ადამიანობას და ხალხისთვის მოსმენას ვითხოვთ, მით უფრო მეტი სისასტიკე მოდის პასუხად. ნეტავ, სად არის ამ სისასტიკის ზღვარი. რაც უფრო მეტ შველას, პასუხს, ადამიანობას ვითხოვთ, უფრო მეტი სისასტიკით გვპასუხობს მთავრობა თუ რაც ჰქვია. ჯერ უნამუსობაა, როცა ამბობენ, რომ 5 ათასი კაცი დგას აქციაზე. შეიძლება იქამდე მიიყვანო ქვეყანა, რომ ერთი კაციც არ არსებობდეს, რომ ვიღაცამ დააშოშმინოს ეს ქვეყანა, სამაგიეროდ, პასუხია სისასტიკე, ძალიან მიჭირს საუბარი. ამ ქვეყანას მართლა სურს მშვიდობა და სჭირდება საღი აზრი, მაგრამ მე უბრალოდ შემიძლია გამოვიდე და ჩემი აზრი ვთქვა“, - განაცხადა შოთამ.

0.136906