იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ სტუმრად „ვერონა“ 4:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ტოსკანურმა გუნდმა მეტოქე ყველაფერში დაჯაბნა, ოთხივე გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა და გამარჯვება არ გასჭირვებია. გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, შეცდომების გარეშე, გაშვებულ გოლშიც მას ბრალი არ მიუძღვის. 20 წლის ქართველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ემპოლი“ 15 ტურის შემდეგ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 დეკემბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.