ფეხბურთი

16:10 | 8.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილი: "შეუძლებელია ამის მოთმენა, ეს ქვეყანა რუსეთის მონობას არასდროს შეეგუება"

საქართველოს ნაკრების და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მან სოციალურ ქსელში მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია:

„სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება.

შეუძლებელია ამის ყურება.

შეუძლებელია ამის ატანა.

შეუძლებელია ამის “გაპრავება”.

შეუძლებელია ამის მოთმენა.

შეუძლებელია გაჩუმება.

შეუძლებელია სხვა რამეზე ფიქრი, ფეხბურთის თამაში ან ნებისმიერი სხვა, ყოველდღიური საქმის კეთება მაშინ, როდესაც უყურებ, როგორ უსწორდებიან თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.

ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს:

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!

თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს!

თავისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს!

დიდება თავისუფლებას!

თავისუფლებას დიდება!“, - დაწერა გიორგი ქოჩორაშვილმა.

0.116267