ფეხბურთი

14:40 | 8.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "იუვენტუსის" პრობლემა ისაა, რომ მეტოქეებს მისი აღარ ეშინიათ"

„იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში არ აგებს, მაგრამ ვერ იგებს - ზედიზედ მეოთხე ფრე, ამჯერად „ბოლონიასთან“, რომლის წინააღმდეგ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ქულა მაინც გადაარჩინა.

მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ მთავარი პრობლემა დაასახელა: მეტოქეებში „იუვე“ შიშს აღარ იწვევს.

„დღეს „იუვენტუსთან“ თამაში მეტოქეებისთვის პრობლემა არ არის, არ ეშინიათ. ისეთი მოთამაშე, როგორიც ნდოიეა, მაგალითად, ამ თამაშში თავს მოედანზე კომფორტულად გრძნობდა. მეტოქეებმა იციან, რომ „იუვესთან“ შეუძლიათ მოგება, გარდა ამისა, როცა ასეთ ტიტულოვან და ცნობილ კლუბს ეთამაშებიან, ეს მათ მოტივაციას ზრდის. ამიტომაც, ფრე, მითუმეტეს, 0:2-დან კარგი შედეგია.

„იუვენტუსს“ უჭირს იმიტომაც, რომ ამჟამად ბევრი ფეხბურთელი აკლია, ამ შეხვედრაში კამბიაზოც გამოაკლდა, რომელიც „იუვეს“ ლიდერია. როგორც ვთქვი, პრობლემა ისაა, რომ „იუვენტუსის“ სხვა გუნდებს აღარ ეშინიათ და ტიაგო მოტამ ამაზე უნდა იმუშაოს“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 15 ტურის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელსაც მარცხი არ განუცდია, მაგრამ მხოლოდ 6 თამაში მოიგო (9 ფრე), რის გამოც 27 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა. ტურინელებმა ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულეს.

0.113372