ფეხბურთი

4:18 | 8.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის მორიგი შედევრი

ფრანგული ლიგა 1-ის მე-14 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ლიონი“ სტუმრად „ანჟეს“ დაუპირისპირდა. პიერ საჟის შეგირდები კარგად გამოიყურებოდნენ და ღირსეულად გაიმარჯვეს - 3:0.

გიორგი მიქაუტაძე მინდორზე 68-ე წუთზე გამოჩნდა ლაკაზეტის ნაცვლად. გამოჩნდა და „ყარაბაღის“ არ იყოს, კიდევ ერთი შედევრი შეასრულა და გაიტანა. 88-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვეს მარცხენა ფრთაზე ფოფანასგან მიიღო გადაცემა, დიდი სისწრაფით შეიჭრა საჯრიმოში, ორ მცველს გვერდი აუარა და შორეულ ცხრიანში გაგზავნა ბურთი. ულამაზესი გოლი გამოვიდა.

მანამდე თავი ტალიაფიკომ და შერკიმ გამოიჩინეს.

ახლა „ლიონს“ 25 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. მიქაუტაძის ლიონური სტატისტიკა კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ასეთია: 19 მატჩი, 5 გოლი და 1 ასისტი.

0.115774