საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში "ლიონმა" "ანჟერი" სტუმრად 3:0 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი ულამაზესი გოლი გაიტანა.
ქართველი თამაშში 68-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო, ხოლო 88-ე წუთზე რამდენიმე მეტოქე მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით გაიტანა.
მიქაუტაძეს ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, ევროპა ლიგაზე ოთხ თამაშში თავი ორჯერ გამოიჩინა.
"ლიონი" 25 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 დეკემბერს, პსჟ-ს ესტუმრება.