იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის მატჩი, რომელშიც ტურინის „იუვენტუსი“ და „ბოლონია“ შეხვდნენ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
მასპინძელი ტურინელები 0:2 აგენდნენ და მხოლოდ დამატებულ წუთებზე შეძლეს შეხვედრის გადარჩენა. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, ბურთი „ბოლონიის“ ნახევარმცველმა დენ ნდოიემ გაიტანა. სტუმრები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. 52-ე წუთზე ტომაზო პობეგამ ანგარიში გააორმაგა. 62-ე წუთზე ტოენ კოპმაინერსმა სხვაობა შეამცირა. 90+2-ე წუთზე კი სამუელ მბანგულამ ანგარიში გაათანაბრა.
„იუვენტუსმა“ 15 მატჩში 27 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა. „ბოლონია“ 22 ქულით მერვეზე.