ფეხბურთი

22:44 | 7.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ" მატჩის ბოლოს „ბეტისთან" უპირატესობა ვერ შეინარჩუნა (+VIDEO)

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის მატჩში, „ბარსელონა“ „ბეტისს“ ესტუმრა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

39-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ჟიულ კუნდეს პასით გახსნა ანგარიში. 68-ე წუთზე „ბეტისის“ ნახევარმცველმა ჯოვანი ლო ჩელსომ პენალტით გაათანაბრა. 82-ზე „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ფერან ტორესმა ლამინ იამალის გადაცემით გაიტანა, მაგრამ 90+4-ე წუთზე ბეტისელმა ასან დიაომ ისევ გაათანაბრა.

17 მატჩის შემდეგ „ბარსელონა“ პრიმერას სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა 38 ქულით. „ბეტისი“ 21 ქულით მე-11-ზე.

0.10965