ფეხბურთი

18:04 | 7.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს, "კარლსრუე" "კაიზერსლაუტერნთან" დამარცხდა

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-15 ტურში „კარლსრუე“ „კაიზერსლაუტერნს“ ესტუმრა და მარცხი განიცადა - 1:3.

კრისტიან აიხნერის გუნდი მე-12 წუთზე ჩამორჩა ანგარიშში და მერე სიტუაცია ვერ შეცვალა. 45-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა გოლი, წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობაში იყო, რის გამოც VAR-მა გოლი გააუქმა.

მეორე ნახევარში „კაიზერმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა, რასაც 88-ე წუთზე მარსელ ვანიცეკმა პრესტიჟის გოლით უპასუხა.

ბუდუ ზივზივაძეს II ბუნდესლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 9 გოლი გატანილი (პლუს 3 საგოლე პასი), რითაც ბომბარდირთა დავას კიდევ ოთხ ფეხბურთელთან ლიდერობს. გარდა ამისა, ქართველის აქტივში გერმანიის თასზე სამ შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„კარლსრუე“ 23 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 დეკემბერს, „რეგენსბურგს“ უმასპინძლებს.

0.114112