ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ოსკარმა ჩინეთი დატოვა, სადაც 2017 წლიდან „შანხაის“ რიგებში ირჯებოდა.
8 წლის განმავლობაში ოსკარმა 175 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ახლა კი, 33 წლის ასაკში თავისუფალი აგენტია.
მან კიდევ ერთხელ ღიად თქვა, რომ ჩინეთში კარიერა ფულის გამო გააგრძელა:
„ჩინეთი ფულის გამო ავირჩიე, ეს ნათელია. არ მინდა მოგონებებით ცხოვრება, მინდა მდიდარი ვიყო. მაკრიტიკებდნენ ჩემი გადაწყვეტილების გამო, მაგრამ არ მინდა იმ ფეხბურთელებივით ვიყო, რომლებიც მოგონებებით ცხოვრობენ, უბრალოდ მინდა, რომ ღარიბი არ ვიყო, როცა მოვხუცდები. დედაჩემი ბერდება, ჩემს დებს შვილები ჰყავთ, მათ დახმარება სჭირდებათ. ჩინეთში ცხოვრების დონე, რომელიც არსებობს, არსად მინახავს“, - თქვა ოსკარმა.
შეგახსენებთ, რომ ოსკარი ჩინეთამდე „სან პაულუში“, „ინტერნასიონალსა“ და „ჩელსიში“ თამაშობდა.