ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩი „ევერტონსა“ და „ლივერპულს“ შორის გადაიდო.
შეხვედრა 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ლივერპულში ძლიერი შტორმის და უამინდობის გამო, პრემიერლიგამ თამაში გადადო. ჯერჯერობით, უცნობია, როდის ჩატარდება ეს თამაში.
„ლივერპული“ პრემიერლიგას ლიდერობს და უახლოეს მდევრებს 7 ქულით უსწრებს, ხოლო „ევერტონი“ 14 ქულით მე-14 ადგილზეა.