NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „საკრამენტო კინგსთან“ უშანსოდ, 113:140 დამარცხდა.
გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწია, რომელიც ფრედ, 33:33 დასრულდა, შემდეგ კი, „საკრამენტო“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 12 წაგებით მე-11 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 9 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართავს.