NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ფილადელფიას“ ესტუმრა და 94:102 დამარცხდა. დაძაბული შეხვედრის საკვანძო მონაკვეთი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 11 ქულით მოიგეს და საბოლოო განსხვავებაც ამან განაპირობა.
ბითაძემ 25 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
საუკეთესო „ორლანდოს“ რიგებში ისევ გერმანელი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 30 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, ხოლო „ფილაში“ პოლ ჯორჯი გამოირჩა 21 ქულით, 4 მოხსნით და 9 პასით.
„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 მოგებით და 9 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 9 დეკემბერს, შინ „ფინიქს სანსთან“ გამართავს.