ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში „ლევანტე“ სტუმრად „მირანდესს“ დაუპირისპირდა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ საბოლოოდ, მარცხი განიცადა.
ანდრეს გარსიას გოლით ვალენსიელები 56-ე წუთზე დაწინაურდნენ და 87-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვეს და მარცხი განიცადეს. გიორგი ქოჩორაშვილი მოედანზე 91-ე წუთამდე იყო, როცა ანგარიში 1:1 გახლდათ.
„ლევანტე“ 17 თამაშში მოპოვებული 29 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 დეკემბერს, „კორდობას“ უმასპინძლებს.