ფეხბურთი

21:32 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, კონტე სწორად მოიქცა"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს გადაწყვეტილება მოიწონა, რომელმაც იტალიის თასზე „ლაციოსთან“ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა და 11 ისეთი ფეხბურთელით დაიწყო თამაში, რომლებსაც მიმდინარე სეზონში დიდი სათამაშო დრო არ აქვთ.

„კონტეს ვეთანხმები, კარგად მოიქცა, რომ სხვა 11 ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. ლაციოსთან სუპერვარჯიში იყო, გუნდისთვის სპორტული ცხოვრებისეული გაკვეთილი. ვიცოდით, რომ ამდენი ფეხბურთელის შეცვლა ადვილი არ იქნებოდა, ცხადია, თუ ნაკლები შეცვლა იქნებოდა, მეტი ბალანსი გვექნებოდა, მაგრამ მწვრთნელს სხვებისთვისაც უნდა მიეცა დრო და მან ეს გააკეთა. შედეგს არ აქვს მნიშვნელობა, გვაქვს ექსპერიმენტების უფლება, როგორც ეს კონტემ „ლაციოსთან“ გააკეთა“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლომდე „ნაპოლი“ მხოლოდ სერია A-ში ითამაშებს, რადგან ევროტურნირებზე არ ასპარეზობს, ხოლო იტალიის თასს უკვე გამოეთიშა.

0.128288