ფეხბურთი

20:58 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ალბათ, ჩემით დაიღალეთ, მაგრამ მე არ დავღლილვარ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალბათ დაიღალნენ ანჩელოტით, მაგრამ თავად არ დაღლილა.

„გეთანხმებით, რომ გუნდი ვერ აჩვენებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმს და როგორც ყოველთვის, ამაზე პასუხისმგებელი მწვრთნელია. თუმცა, ძალიან ბევრი კრიტიკა გვესმის, ალბათ, ჩემით დაიღალეთ. მე არ დავღლილვარ, მესმის კრიტიკა, მისაღებია, ზოგჯერ ეს ენერგიას მაძლევს“, - თქვა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ლა ლიგის ბოლო მატჩი სტუმრად „ბილბაოსთან“ წააგო (1:2).

0.112561