ფეხბურთი

17:57 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერთწლიანი პაუზის შემდეგ დავიდ ალაბამ ვარჯიში განაახლა

მადრიდის „რეალის“ მცველი დავიდ ალაბა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა.

ავსტრიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ჯერ ის თამაშისთვის მზად არ არის, მაგრამ „რეალისთვის“ ისიც კარგი ამბავია, რომ მან ვარჯიში განაახლა.

დავიდ ალაბას გასული წლის 17 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც „ვილიარეალთან“ მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ასე რომ, გამოცდილ ფეხბურთელს ერთი წელი გაუცდა.

„რეალს“ უბრუნდება ვინისიუს ჟუნიორიც, რომელიც ესპანური მედიის ცნობით, სამშაბათს, ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩისთვის მზად იქნება.

0.114561