UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილისა და მისი ბიძაშვილის, უმარ ნურმაგომედოვის შორის გასამართ ბრძოლას გამოეხმაურა.
„ორი სატიტულო ბრძოლა ერთ საღამოს? მგონი ეს არასდროს მომხდარა. როგორი საღამო მელის? იმედია გადავრჩები და ორივე ქამარი ჩვენ დაგვრჩება.“ - განაცხადა ხაბიბმა.
UFC 311 -ზე, რომელიც საქართველოს დროით 19 იანვარს გაიმართება, ორი წონის საჩემპიონო ორთაბრძოლა გველის, მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება, ხოლო ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი არმან ცარუკინს დაუპირისპირდება.