NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სადრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ საკუთარ კედლებში „ჩიკაგო ბულს“ უმასპინძლა და 124:139 დამარცხდა.
დღევანდელ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა 6:20 წუთი დაჰყო პარკეტზე, რა დროშიც მისი მონაგარი 4 ქულაა. მამუკელაშვილმა ერთი სამქულიანი და ერთი საჯარიმო სროლა ესროლა ზუსტად. მატჩის MVP „ჩიკაგო ბულისის“ კალათბურთელი ნიკოლა ვუჩევიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც 39 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა.
„სან ანტონიოს“ 11 მოგება და 11 მარცხი აქვს და გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრაში მამუკელაშვილის გუნდი 7 დეკემბერს „საკრამენტო კინგს“ უმასპინძლებს.