UFC 311-ზე, სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ტიტულის დასაცავად რუს მებრძოლ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ ბრძოლის ჩანიშვნის ისტორიას იხსენებს დანა უაითი. მისი თქმით, მერაბ დვალიშვილი მასთან ოფისში მივიდა და უმართან ბრძოლის ჩანიშვნა რაც შეიძლება მალე სთხოვა.
„მერაბმა გვიან ღამით ოფისში მომაკითა და მითხრა, რომ დაიღალა უმარის უპატივცემულო საუბრით და სურდა მასთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე ჩამენიშნა. ჩვენ დავურეკეთ უმარს, რომელსაც დაღესტანში ეძინა და მან გვიპასუხა, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას.“
შეგახსენებთ, რომ UFC 311-ი 19 იანვარს გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვთან ერთად კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა იქნება, ისლამ მახაჩევი სომეხ არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება.