ფეხბურთი

2:20 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "წასაგებად არ გვითამაშია, მაგრამ როტაცია აუცილებელი იყო"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ლაციოსთან“ იტალიის თასზე მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, როტაცია აუცილებელი იყო შემადგენლობაში და ცვლილებები იმიტომ არ გაუკეთებია, რომ იტალიის თასიდან გავარდნილიყვნენ:

„წაგებისთვის არ გვითამაშია, შეიძლება ძირითადი შემადგენლობითაც წაგვეგო და ეს ფეხბურთელები, ვისაც შანსი მივეცი, სათამაშო დროის გარეშე დარჩებოდნენ. როტაცია აუცილებელი იყო. წინ გრძელი სეზონი გველოდება, იმედი გვაქვს, რომ ტრავმას არავინ მიიღებს.

დღევანდელი მატჩი ძალიან თანაბარი იყო, მაგრამ მესამე გოლის შემდეგ გავტყდით. „ლაციოსთან“ სამ დღეში სულ სხვა თამაში იქნება, სხვა ტურნირზე და თანაც სახლში ვითამაშებთ. „ლაციო“ ნამდვილად კარგი გუნდია, კარგი შემადგენლობა ჰყავს, რაც დღეს დაამტკიცეს.

ახლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები ვართ? ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე. არ არსებობს იმაზე მეტად ყრუ, ვისაც მოსმენა არ უნდა და არ არსებობს იმაზე უარესი ბრმა, ვისაც არ უნდა დაინახოს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, სხვებს კი, შეუძლიათ მოსაზრებები გამოთქვან“, - თქვა კონტემ.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს, ისევ „ლაციოსთან“ გამართავს, ოღონდ ამჯერად სერია A-ს ეგიდით და საკუთარ მოედანზე.

0.114986