ფეხბურთი

20:09 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" მიქაუტაძის დამატება მხოლოდ იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუძლია

საქართველოს ნაკრების და „ლიონის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს ბოლო პერიოდში ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, რომელიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფორვარდს ეძებს.

იტალიური მედიის ცნობით, ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „ლიონი“ იჯარით ტრანსფერს დათანხმდება, გარკვეული პირობების შემთხვევაში გამოსყიდვის ვალდებულებით, რომლის ფასი 15-20 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე მხრივ, ფრანგული მედია იტყობინება, რომ „ლიონს“ ზამთარში არ სურს მიქაუტაძის გაშვება, თუმცა, იტალიელები წერენ, რომ მომდევნო დღეებში სიტუაცია შეიძლება საინტერესო მიმართულებით შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფორვარდს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.121099