ფეხბურთი

17:55 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მბაპე თავის დონეზე ვერ თამაშობს, მაგრამ ადაპტაციისთვის დრო უნდა მივცეთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბილბაოსთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კილიან მბაპეზე ისაუბრა, რომელმაც პენალტი ისევ ვერ გაიტანა.

იტალიელი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და ფეხბურთელის თამაშს პენალტით არ აფასებს:

„დიახ, მბაპე დამწუხრებულია პენალტის გამო, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს. პენალტს ხან გაიტან, ხან - ვერ. თამაშს პენალტით არ ვაფასებთ. არც ცვლილებას ვაპირებთ, ჩვენი პენალტისტები მბაპე, ვინისიუს და ჯუდი არიან, სამივე კარგად ასრულებს. დიახ, მბაპე არ თამაშობს თავის საუკეთესო დონეზე, მაგრამ ადაპტაციისთვის დრო უნდა მივცეთ. მან უკვე გაიტანა 10 გოლი, შეიძლება უკეთესი სტატისტიკაც ჰქონოდა, მაგრამ ბევრს მუშაობს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ მაისურით კილიან მბაპემ დღემდე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

0.117799