ფეხბურთი

15:04 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი "მანჩესტერ იუნაიტედზე“: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ“

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ირლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, როი კინმა ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის მატჩის შემდეგ, „წითელ ეშმაკების“ ლონდონის „არსენალთან“ მატჩზე ისაუბრა. თამაში „მეთოფეებმა“ 2:0 მოიგეს.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ „იუნაიტედით". ვფიქრობ, ფეხბურთელები თითქოს საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. „არსენალისთვის“ ძალიან ადვილი იყო ასეთი „მანჩესტერის“ წინააღმდეგ თამაში. პირველი ტაიმი ცუდი არ იყო, მაგრამ მეტს ველოდი“, - ციტირებს კინის სიტყვებს ბრიტანული Mirror.

ამ დროისთვის, „არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა. გუნდმა 14 მატჩში 28 ქულა მოაგროვა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ 19 ქულით მეთერთმეტეა.

0.117779