კალათბურთი

14:29 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე ტრავმის შემდეგ 6 ქულით დაბრუნდა

NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა სტუმრად „ფილადელფია“ დაძაბულ ბრძოლაში 106:102 დაამარცხა, ხოლო გოგა ბითაძე მცირე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა.

ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი, არ უსვრია.

მატჩის MVP ფრიც ვაგნერი იყო, რომელმაც 36 წუთში 35 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 მოგებით და 8 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 7 დეკემბერს, ისევ „ფილადელფიასთან“ სტუმრად გამართავს.

0.116368