ფეხბურთი

13:39 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

სლოტი „ნიუკასლთან“ 3:3-ზე: „ლივერპულმა“ ორი ქულა დაკარგა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის „ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ (3:3) ჟუნალისტებთან ისაუბრა.

„მეორე ტაიმში, როცა ანგარიში გავათანაბრეთ, შესანიშნავად ვითამაშეთ. ჩვენმა ბიჭებმა შექმნეს ბევრი ბევრი კარგი მომენტი. მაგრამ ბოლო წუთებში გავუშვით გოლი, რაც საწყენია. „ლივერპულმა ამ თამაშში ორი ქულა დაკარგა", - ციტირებს სლოტის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური საიტი.

„ნიუკასლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 4 დეკემბერს გაიმართა და ანგარიშით 3:3 დასრულდა. „ლივერპულმა“ 14 მატჩში 35 ქულა დააგროვა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

0.12009