„ვულვერჰემპტონის“ ცენტრალურმა მცველმა კრეიგ დოუსონმა პრემიერლიგის მე-14 ტურის „ევერტონთან“ გასვლითი მატჩის (0:4) ერთ ტაიმში ორი ავტოგოლი გაიტანა, 49-ე და 72-ე წუთებზე.
34 წლის დოუსონი „ვულვზში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 12 მატჩი, ლიგის თასზე კი ერთი მატჩი ჩაატარა, გოლის გარეშე.
„ვულვერჰემპტონმა“ პრემიერლიგის 14 მატჩში 9 ქულა მოაგროვა და ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა