ბრაზილიის სერია A-ს 37-ე ტურის მატჩში „ბოტაფოგომ“ სტუმრად პორტუ-ალეგრის „ინტერნასიონალს“ ანგარიშით 1:0 მოუგო. ამ გამარჯვებამ რიო-დე-ჟანეიროს კლუბი მაქსიმალურად მიუახლოვა ეროვნული ჩემპიონატის ტიტულს.
ერთადერთი გოლი მატჩის მეხუთე წუთზე „ბოტაფოგოს“ ვენესუელელმა ნახევარმცველმა ჯეფერსონ სავარინომ გაიტანა.
პარალელურ მატჩში „პალმეირასმა“ სტუმრად „კრუზეირუს“ 2:1 მოუგო. ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბოტაფოგომ“ 37 მატჩში 76 ქულა მოაგროვა, უშუალო მდევარმა „პალმეირასმა“ კი - 73.
მანამდე „ბოტაფოგომ“ ლიბერტადორესის თასი მოიპოვა. ფინალში ბრაზილიურივე „ატლეტიკო მინეირუ“ 3:1 დაამარცხა.