ფეხბურთი

11:04 | 5.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა" კლუბის ანტირეკორდი გაიმეორა ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში

ლა ლიგის მე-19 ტურის გადმოტანილ მატჩში მადრიდის „რეალი“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ დამარცხდა - 1:2. ამრიგად, „ლოს ბლანკოსმა“ მეხუთე მატჩი წააგო 2024/2025 წლების სეზონში.

Opta Sport-ის ცნობით, „სამეფო კლუბმა“ კარლო ანჩელოტის დროს საფეხბურთო წლის პირველ ნახევარში მარცხების რაოდენობით ბოლო ხუთი სეზონის საკლუბო ანტირეკორდი გაიმეორა. წინა ჯერზე 5 მარცხი იმავე პერიოდში 2020/2021 წლების სეზონში გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ლივერპულთან" (0:2), „მილანთან" (1:3), „ბარსელონასთან" (0:4) და „ლილთან" (0:1) დამარცხდა.

„რეალი" 33 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

0.113555