„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში ძალიან ცუდად ასპარეზობს, მე-13 ტურში ბოლოადგილოსან „ალბასთან“ შინ წააგო და ახლა თავადაა ბოლო საფეხურზე.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 78:78 დასრულდა, ოვერ-ტაიმში კი, გერმანელებმა აჯობეს მეტოქეს და საბოლოოდ, 90:88 გაიმარჯვეს.
თორნიკე შენგელიამ ამჯერად მხოლოდ 21 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3 ორქულიანი და 3 სამქულიანი ააცილა, 2-დან 2 საჯარიმო კი ჩააგდო.
„ვირტუსი“ 2 მოგებით და 11 წაგებით ბოლო, მე-18 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.