„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა ფრანჩესკო მონტერვინომ ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, რომ კლუბთან კონტრაქტის განახლებას დათანხმდეს.
„მან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, როგორც კაპიტანი, ამას ვეტყოდი“, - აღნიშნა მონტერვინომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მხარეებს შორის დიდი ხანია მის განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ.