ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, ამიტომაც, საუბრობენ იმაზე, რომ ზაფხულში შეიძლება მან გუნდი დატოვოს.
როგორც Area Napoli იტყობინება, ქართველი შემტევით ინგლისური გუნდები, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ არიან დაინტერესებული. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისს არ სურს კვარაცხელიას გაყიდვა.
ყოველ შემთხვევაში, „ნაპოლი“ ხვიჩას მინიმუმ 100 მილიონ ევროდ აფასებს და უფრო დაბალ შეთავაზებებს არც კი განიხილავს. ჯერჯერობით, კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ შეთანხმებასთან მხარეები არც ისე ახლოს არიან.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 104 მატჩში 30 გოლით და 24 საგოლე პასით გამოირჩა.