ფეხბურთი

20:06 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუამ შეიძლება მომდევნო სეზონიდან კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა შესაძლოა ზაფხულიდან საუდის არაბეთში გადაბარგდეს.

როგორც Marca იტყობინება, 32 წლის ბელგიელ მეკარეს სარფიანი შეთავაზებები აქვს არაბული კლუბებისგან. თუმცა, ტიბო „რეალში“ თავს ბედნიერად გრძნობს და ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. მას „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ტიბო კურტუა მადრიდის „რეალის“ კარს 2018 წლიდან იცავს. მანამდე ბელგიელი ლონდონის „ჩელსიში“, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „გენკში“ თამაშობდა.

0.113048