იტალიური მედია ბოლო დღეებში ტურინის „იუვენტუსში“ გიორგი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე იტყობინება.
ტურინელები თავდამსხმელს ეძებენ იანვრისთვის, რადგან ამ პოზიციაზე პრობლემები აქვთ, ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი მიქაუტაძე სახელდება, რადგან „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს და შეიძლება ფეხბურთელების გაყიდვა მოუწიოს.
თუმცა, ფრანგული მედია იტყობინება, რომ „ლიონის“ მთავარი მწვრთნელი პერ საჟი წინააღმდეგია იანვარში შეელიოს ქართველ ფეხბურთელს. შესაბამისად, ტურინელებისთვის „ლიონთან“ მოლაპარაკება არც ისე ადვილი იქნება.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.