ფეხბურთი

13:58 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე:“როცა რუნი შენზე ასე საუბრობს, ეს მოტივაციად უნდა მიიღო“

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „უოტფორდის“ ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს, სადაც საინტერესო თემებზე საუბრობს.

გამარჯობა გიორგი, ამ სეზონში შენი თამაში გასაოცარია, რა არის ამის საიდუმლო?

ყოველდღე მაქსიმალურად ბევრს ვშრომობ და ვარჯიშობ იმ კომპონენტებზე რომელზც გასაუმჯობესებელი მაქვს. ამ ყველაფერს მოტივაციად ვიყენებ, რადგან გავხდე უფრო სრულყოფილი, მრავალმხრივი და გუნდისთვის უფრო სასარგებლო.

შენ 16 ნომრიანი მაისური 8 ნომრით შეცვალე, რა იყო ამის მიზეზი?

ძალიან მიყვარს ციფრი 8, როცა გუნდში მოვედი ეს ნომერი თავისუფალი არიყო და ამიტომ ავირჩიე 16.როცა კლუბიდან ჯეკ ლივერმორი გუნდიდან წავიდა, ვიკითხე თუ შემეძლო 8 ნომრის აღება, რაზეც კლუბში თანხმობა მითხრეს.

თქვენ ბურთთან ერთად გასაოცარი ხართ, როგორ ახერხებ რომ იშვიათად კარგავ ბურთს?

პრაქტიკა ყოველთვის უკეთესს გხდის.

უეინ როუნიმ „პლიმუთთან“ მატჩის შემდეგ, ლიგაში საუკეთესოდ დაგასახელა, როგორი შეგრძნება იყო ამის მოსმენა?

ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. რუნის ბევრი თამაში მაქვს ნანახი, ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და როდესაც ის ასეთ რამეს ამბობს შენზე, უნდა მოტივაციად მიიღო.

შეხვედრის შემდეგ რუნი პირადად გესაუბრა, რა გითხრა?

შეხვედრის შემდეგ რუნიმ მითხრა, რომ ჩემი სათამაშო სტილი მოსწონს და წარმატებები მისურვა. საუბრის შემდეგ მიხვდები, რომ მოედნის მიღმაც შესანიშნავი ადამიანია.

ვიცით, რომ შენი ბავშობის კერპი კრიშტიანუ რონალდუ იყო, მასთან ერთად მისი თანაგუნდელი რუნიც მოგწონდა?

მათი ყურება ძალიან მიყვარდა, რადგან რუნი და რონალდუ შესანიშნავი და გამორჩეული ფეხბურთელები არიან.

რატომ არის რონალდუ შენი კერპი?

მას შემდეგ რაც მას პირველად ვუყურე, მაშინვე შემიყვარდა. მისი სათამაშო სტილი, მრავალმხრივი უნარები, ტექნიკა და რაც მთავარია საქმისადმი სიყვარული.

რა განცდა იყო როდესაც ევროპის ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ მოგიწია თამაში?

ძალიან ემოციური იყო მოედნის მასთან ერთად გაზიარება.ეს მატჩი საკმაოდ ემოციური იყო რადგან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მოვახერხეთ. ეს შეხვედრა ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

მატჩის შემდეგ მაისურის გაცვლა სცადე?

სიმართლე გითხრა იმდენად ემოციებში ვიყავი, რომ არც მიფიქრია. შემდეგ კი გასახდელში როცა ავღნიშნავდით გამარჯვებას გავიგე, რომ ხვიჩას უკვე ჰქონდა გაცვლილი მაისური.

რომელია თქვენთვის საყვარელი მაისური, რომელიც სხვა ფეხბურთელისთვის გაგიცვლია?

ერთხელ გენტში თამაშის დროს, ედინ ჯეკოს გავუცვალე მაისური, როდესაც ევროპა ლიგის მერვედფინალში რომას დავუპირისპირდით.

ევროპის ჩემპიონატიდან, რომელიმე საინტერესო ისტორია მოგვიყევი.

ეს საოცარი ზაფხული იყო და ძნელია მხოლოდ ერთი მომენტის გახსენება. მინდა,რომ ჩემს ქვეყანასთან ერთად კიდევ ბევრჯერ მივაღწიო ასეთ წარმატებას.

თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ღირსების ორდერით დაგაჯილდოვეს, როგორი შეგრძნება იყო?

ეს საკმაოდ კარგი ჟესტი იყო და ვამაყობ, რომ ასეთი ჯილდოს მფლობელი ვარ.

საქართველოში ფეხბურთზე გიჟდებიან და ძალიან მაგარი გულშემატკივრები გყავთ. როდესაც საქართველოში ხარ გიჭირს მაღაზიაში შეუმჩნევლად გასვლა?

თითქმის ყველგან მცნობენ და ვერსად გავალ შეუმჩნევლად.ხალხისგან ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და სითბოს ვგრძნობ, მიყვარს ამ ენერგიას როდესაც ვიღებ.

მომიყევი გულშემატკივართან გიჟური ამბის შესახებ?

იმდენი შემთხვევა ყოფილა, რომ მჭირს ერთის გამორჩევა.

შენ უტფორდის გულშემატკივრებშიც ძალიან პოპულარული ხარ, მათ ლეიდი გაგას სიმღერაც კი გადააკეთეს და ისე მღერიან თითქოს, მართლაც შენზე იყოს. მაინტერესებს თუ მოგისმენია ეს სიმღერა და რა შეგრძნებაა?

კი ვიცი და მომისმენია, ისეთი სიმღერაა აკვიატება იციის და ხშირად მეც ვღერი ხოლმე.

რა არის განსხვავება ინგლისსა და საქართველოს შორის და როგორ მოეწყვე ინგლისსში?

ყველაზე დიდი განსხვავება ამინდია. წელიწადნახევარზე მეტია რაც აქ ვარ და ვფიქრობ ადაპტაცია შევძელი აქაურობასთანაც და გზასთანაც. მიყვარს აქ ყოფნა და ინგლისს ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ.

0.118327