ფეხბურთი

11:44 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰააგმა შესაძლოა ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს

მანჩესტერ „იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელოს და „ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას Sky sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით გერმანული კლუბის მესვეურებისგან, ამჟამინდელი მწვრთნელის მარკო როზეს მიმართ დიდი ზეწოლაა და შესაძლოა მალე დაითხოვონ. მის შემცვლელად, კი სწორედ ნიდერლანდელი სპეციალისტი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ „ლაიფციგმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში დამარცხდა, ერთი კი ფრედ ითამაშა.

0.125402