ფეხბურთი

10:08 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„გრანადამ“ პენალტების სერიაში იმარჯვა და შემდეგ ეტაპზეა (+ VIDEO)

ესპანეთის კოპა დელ რეის თასის 1/32 ფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის ძირითადი დრო საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ფრედ 2:2 დასრულდა, მატჩის ბედი კი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, სადაც „გრანადამ“ 5:4 იმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, გიორგი წიტაიშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, აღსანიშნავია რომ გიორგიმ პენალტების სერიაში თავისი შანსი კარგად გამოიყენა და გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა 9 დეკემბერს გაიმართება და ცნობილი გახდება „გრანადას“ მეტოქის ვინაობა.

0.11385