გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქის" 6 მატჩიანი წაუგებელი სერია "ნიუ იორკ ნიქსთან" შეწყდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად 121:106 დამარცხდა.
დღევანდელ შეხვედრაში გოგა ბითაძეს მონაწილეობა არ მიუღია, როგორც ცნობილი ხდება ქართველმა ცენტრმა მატჩის წინა გახურების დროს კოჭის ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.
"ორლანდოს" 15 მოგებასთან ერთად 8 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძეს გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.