ფეხბურთი

22:40 | 3.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები ევრო 2025-ის ჯგუფურ ეტაპზე გაირკვა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია.

რამაზ სვანაძის გუნდი წილისყრაზე მეოთხე კალათაში იყო განთესილი, შესაბამისად, თავიდანვე მარტივი მისახვედრი იყო, რომ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდებოდა. საბოლოოდ, ევრო 2025-ზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს C ჯგუფში მოუწევს თამაში პოლონეთის, საფრანგეთის და პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ.

A ჯგუფი

სლოვაკეთი
ესპანეთი
იტალია
რუმინეთი

B ჯგუფი

ჩეხეთი
ინგლისი
გერმანია
სლოვენია

C ჯგუფი

პორტუგალია
საფრანგეთი
პოლონეთი
საქართველო

D ჯგუფი

ფინეთი
ნიდერლანდები
უკრაინა
დანია

ევრო 2025-ს სლოვაკეთის ქალაქები, ჟილინა, პრეშოვი, კოშიცე, ნიტრა, ტრენჩინი, დუნაისკა სტრედა, ბრატისლავა და ტრნავა 11-28 ივნისს უმასპინძლებენ.

საქართველოს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ერთხელ აქვს ნათამაშები, 2023 წელს, როცა პორტუგალიას 2:0 მოუგო, ბელგიას (2:2) და ნიდერლანდებს (1:1) დაუზავდა, შედეგად, 5 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რამაზ სვანაძის გუნდს მეოთხედფინალშიც არ წაუგია თამაში - ნულოვანი ფრე ისრაელთან, მხოლოდ პენალტებში წააგო და ასე დაემშვიდობა ტურნირს, ერთი ნაბიჯი დააკლდა ნახევარფინალამდე და ოლიმპიადის საგზურამდეც.

აქე ვთქვათ, რომ პლეი-ოფში, მეოთხედფინალურ სტადიაზე A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდება.

B ჯგუფის გამარჯებული A ჯგუფის მეორე ადგილოსანს.

C ჯგუფის გამარჯვებული D ჯგუფის მეორე ადგილოსანს.

D ჯგუფის გამარჯვებული C ჯგუფის მეორე ადგილოსანს.

0.112093