მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბილბაოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემას შეეხო.
მან აღნიშნა, რომ კილიან მბაპეს პენალტის შესრულების შიში არ ჰქონია, უბრალოდ ლამაზი ჟესტი გამოავლინა და ჯუდ ბელინგემს დაუთმო:
„რატომ დაუთმო პენალტი მბაპემ ჯუდს? კილიანი ძალიან გულუხვი იყო, ყველა ვაფასებთ ამ ჟესტს, ძალიან მოგვწონს, თუმცა, მბაპეს პენალტის შესრულების არ ეშინოდა, უბრალოდ, ეს ლამაზი ჟესტი იყო.
ჩუამენი დაბრუნდა, ის თავს ძალიან კარგად გრძნობს და მზად არის პირველივე წუთიდან ითამაშოს, მაგრამ რომელ პოზიციაზე, ამას ხვალ ვნახავთ.
რატომ ფრენ გარსია და არა ფერლან მენდი? მხოლოდ ტექნიკური არჩევანია. მენდის წყალობით ორი ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და სრულად ვენდობით, მაგრამ გარსია თავს ძალიან კარგად გრძნობს, იყენებს შანსს, რომელსაც ვაძლევ“, - თქვა ანჩელოტიმ.